მაკა ბოჭორიშვილი - ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისწრაფვის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა დასაგმობია
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისწრაფვის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა დასაგმობია, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი და არასასურველი სურათი იყო, რაც ევროკავშირის სიმბოლიკასთან დაკავშირებით ვიხილეთ. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისწრაფვის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არასასურველი და დასაგმობია. გუშინ პოლიციამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა. მათ უზრუნველყვეს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული ყოფილიყო, რაც არის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.
დღეს დილით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.