მაკა ბოჭორიშვილი - გუშინ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს სასწაულების მოხდენა შეუძლია, ეს დასაწყისია კიდევ უფრო მეტი წარმატების
მაკა ბოჭორიშვილი - გუშინ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს სასწაულების მოხდენა შეუძლია, ეს დასაწყისია კიდევ უფრო მეტი წარმატების

გუშინ საქართველომ თავისი სათქმელი თქვა, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს სასწაულების მოხდენა შეუძლია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი გამარჯვება დასაწყისია კიდევ უფრო მეტი წარმატების.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ბიჭებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თითოეულ ქართველს ამხელა ბედნიერება და ამხელა სიხარული მიანიჭა. ეს ნამდვილად უდიდესი წარმატებაა და დასაწყისია კიდევ უფრო მეტი წარმატების“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.