მაკა ბოჭორიშვილი - საყურადღებოა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები, შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩეს მზარდი ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ტენდენციები, რაც ასეთი დოზით აქამდე არ ყოფილა
მაკა ბოჭორიშვილი - საყურადღებოა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები, შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩეს მზარდი ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ტენდენციები, რაც ასეთი დოზით აქამდე არ ყოფილა

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია ისევ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება და თითქოს ასე არაფერი იცვლება, შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩეს მზარდი ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ტენდენციები, რაც ასეთი დოზით აქამდე არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რაღაც ისე არ არის მმართველობაში, როცა არჩევნები ასეთ შედეგებს აჩვენებს.

„საყურადღებოა ის შედეგები, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია ისევ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება და თითქოს ასე არაფერი იცვლება, შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩეს მზარდი ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ტენდენციები, რაც ასეთი დოზით აქამდე არ ყოფილა. საყურადღებოა, როცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და ეს შედეგები წინააღმდეგობაში მმართველ ელიტებთან მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რაღაც ისე არ არის მმართველობაში, როცა არჩევნები ასეთ შედეგებს აჩვენებს. ამას ევროსკეპტიკოსებს ვერ დავაბრალებთ, რადგან, როგორც წესი, ევროსკეპტიკოსები ნაკლებად მონაწილეობენ ევროპარლამენტის არჩევნებში. შესაბამისად, ამ შედეგებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. საყურადღებოა ის საკითხები, რაც ევროპელი ხალხის დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.