მაიამი ჰიტმა ორლანდო მეჯიქს პირველი ტაიმი ანგარიშით 51:42 მოუგო. შესვენებაზე მაიამელთა ყოფილი კალათბურთელისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონ კრის ბოშის მაისურს სამუდამო ადგილი მიუჩინეს ამერიკენ ეარლაინ არენაზე.
თავდაპირველად გულშემატკივრებს ბოშის სპორტული კარიერის საუკეთესო მომენტების ნახვის საშუალება მისცეს. ღონისძიებაში მონაწილეობას კრის ბოშთან ერთად მაიამის ვეტერანი დვეინ ვეიდიც იღებდა. ბოშის 4-ნომრიან მაისურს მაიამის მშობლიურ არენაზე სამუდამო ადგილი მიუჩინეს.