ერიკ სპოელსტრამ NBA-ის ისტორიაში მწვრთნელის რანგში ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ერიკ სპოელსტრამ NBA-ის ისტორიაში მწვრთნელის რანგში ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ამერიკული სპორტული მედიის ინფორმაციით, NBA-ის გუნდის, „მაიამი ჰიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ სპოელსტრამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი გააფორმა.

53 წლის ამერიკელი სპეციალისტი „მაიამი ჰიტისგან“ მომდევნო სამი სეზონის მანძილზე, ჯამში, 120 მილიონ დოლარს მიიღებს. მსგავსი ხელშეკრულება ჯერ NBA-ის ისტორიაში არცერთ მწვრთნელს ჰქონია.

სპოელსტრა NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ბინადარ გუნდში 1997 წლიდან მუშაობს. ის ჯერ ვიდეო ასისტენტი იყო, შემდეგ მწვრთნელის ასისტენტი გახდა, ხოლო 2008 წლიდან „მაიამი ჰიტის“ მთავარი მწვრთნელია.

ერიკ სპოელსტრამ ფლორიდელები ექვსჯერ გაიყვანა NBA-ის სუპერფინალში. 2012 და 2013 წელს „მაიამი“ ჩემპიონი გახდა, ხოლო 2011, 2014, 2020 და 2023 წლებში დამარცხდა.

ამჟამად „მაიამი ჰიტი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.