მოქმედი ჩემპიონის მეცხრე მარცხი მიმდინარე რეგულარულში – ნბა-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ საკუთარ „სტეიპლს ცენტრში“ შარშანდელ ფინალისტ „მაიამის“ დაუპირისპირდა და ენტონი დევისის გარეშე 94-96 დამარცხდა.
ფლორიდელებმა გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის პირველ მეოთხედში მოიპოვეს (23-36). დანარჩენი 3 პერიოდი „ლეიკერსმა“ მცირე უპირატესობებით მოიგო, თუმცა საბოლოოდ მატჩის მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა.
„ჰიტის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით კენდრიკ ნანი იყო. ჯიმი ბატლერმა შეხვედრა 24 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა. ბემ ადებაიომ 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა დანკან რობინსონს (11 ქულა, 10 მოხსნა)
„ლეიკერსის“ რიგებში 23 ქულა მიითვალა კაელ კუზმამ, 19 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ლებრონ ჯეიმსმა. 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა მონტრეზლ ჰარელმა.
ლეიკერსი – მაიამი 94:96
https://www.youtube.com/watch?v=yMPlUPIgr1I
შარლოტი – გოლდენ სტეიტი 102:100
https://www.youtube.com/watch?v=eysXIFZsfFM
ჩიკაგო – საკრამენტო 122:114
https://www.youtube.com/watch?v=c7shgWeY3QA
მემფისი – ფინიქსი 97:128
https://www.youtube.com/watch?v=K2JY738rBrA
პორტლენდი – ვაშინგტონი 111:118
https://www.youtube.com/watch?v=wiAMPxjlU7w