„მაიამი“ კორონავირუსით დაინფიცირებულ ფანებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით გამოავლენს
„მაიამი“ კორონავირუსით დაინფიცირებულ ფანებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით გამოავლენს

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დართავს ნებას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს არენებზე დასწრების უფლებას. მიუხედავად ამისა, გუნდები ფანების მისაღებად უკვე ემზადებიან.

„მაიამი ჰიტის“ მფლობელებს ახალი ინიციატივა გაუჩნდათ. მას შემდეგ რაც გულშემატკივრები სტადიონებს დაუბრუნდებიან „ჰიტის“ მშობლიურ არენაზე (AmericanAirlines Arena) საკმაოდ უცნაური კონტროლის მექანიზმი დამკვიდრდება. კორონავირუსით დაინფიცირებულ გულშემატკივრებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გამოავლენენ.

ფლორიდული გუნდის ხელმძღვანელობა 28 იანვრიდან არენაზე გულშემატკივრების გარკვეულ რაოდენობას დაუშვებს და სწორედ ამ დღიდან იმუშავებენ შესასვლელებთან სპეციალურად მომზადებული ძაღლები. ამ დღეს AmericanAirlines Arena- ზე „მაიამისა“ და „კლიპერსის“ მატჩი შედგება.