ნიკოლა იოკიჩმა „დენვერ ნაგეტსს“ NBA-ის ფინალური სერიის პირველი მატჩი მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბუღთო ასოციაციაში ფინალური სერია დენვერში დაიწყო. „ნაგეტსმა“ „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და 104:93 დაამარცხა.

დენვერელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მეოთხე პერიოდის წინ უკვე 84:63-ს იგებდნენ. პირველ გამარჯვებაში „სამმაგი წვლილი“ მიუძღვის სერბ ნიკოლა იოკიჩს. მან 27 ქულა, 14 პასი და 10 მოხსნა მოაგროვა. არანაკლებ შედეგიანი იყო ჯამალ მარეი – 26 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა.

„მაიამიში“ ბემ ადებაიო გამოირჩა – 26 ქულა, 13 მოხსნა. ლიდერ ჯიმი ბატლერს 13 ქულა ჰქონდა.

სერია ოთხ მოგებამდეა. მეორე მატჩიც დენვერში, 5 ივნისს გაიმართება.