ტრევორ არიზა „მაიამიში“ გადადის #1TVSPORT
ტრევორ არიზა „მაიამიში“ გადადის #1TVSPORT

„რინგერის“ (The Ringer) ჟურნალისტი კევინ ოკონერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრევორ არიზა სულ მალე „მაიამის“ წევრი გახდება.

„ი-ეს-ფი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი კი იუწყება, რომ არიზას მაგივრად „ოკლაჰომამ“ შესაძლოა მეიერს ლეონარდსი მიიღოს, თუმცა გუნდს ჯერჯერობით ლეონარდსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაძლოა, ლეონარდსი წელს უგუნდოდაც დარჩეს. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით შემს ჩარანიამაც დაადასტურა.


აღსანიშნავია, რომ ტრევორ არიზა მიმდინარე რეგულარულში მოედანზე არ გამოჩენილა. მიზეზი კი პირადი პრობლემები იყო. გასულ სეზონზე 35 წლის ვეტერანი „საკრამენტოსა“ და „პორტლენდში“ თამაშობდა და მატჩში საშუალოდ რვა ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებდა. სამქულიანი დისტანციიდან არიზა 37.2 პროცენტიანი სიზუსტით ესროდა.