„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი სამწუხარო მოვლენას უწოდებს.
„ძალიან სამწუხარო მოვლენები საქართველოში, ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში შტურმთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ცივი თავები გაბატონდებიან და ჯერ კიდევ შესაძლებელია ვითარების დეესკალაცია“, – წერს „პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი, სოციალურ ქსელ, „თვითერში.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია.