მაიკ პომპეო - შესანიშნავია გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან შეხვედრა, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა
კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობიასადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერის“ გვერდზე პრემიერ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ წერს.
„შესანიშნავია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა, საუბარი საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვენლობაზე.
კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა“, – წერს მაიკ პომპეო.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდა.