მაიკ პომპეო - აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი მიუღებელია
მაიკ პომპეო - აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი მიუღებელია

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკანონობა და ამბოხი როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას დაუშვებელია.

„მე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყოველთვის მხარს ვუჭერ ყველა ადამიანის უფლებას, მშვიდობიანი პროტესტი გამოთქვას თავისი რწმენისა და მათი მიზეზების გამო. მაგრამ ძალადობა, რისკის ქვეშ აყენებს სხვების უსაფრთხოებას, მათ შორის, მათსას, ვისაც ევალება უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანისთვის. ეს აუტანელია როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოდით, სწრაფად მივაღწიოთ სამართლიანობას დამნაშავეების მიმართ, რომლებიც ამ არეულობაში მონაწილეობდნენ. ამერიკა იმაზე უკეთესია, რაც დღეს ვნახეთ იმ ადგილას, სადაც მე კონგრესის წევრად ვმსახურობდი და ვხედავდი საუკეთესო დემოკრატიას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

დატოვე კომენტარი