მაიკ პომპეო – შესანიშნავია გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან შეხვედრა, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა
კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობიასადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერის“ გვერდზე პრემიერ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ წერს.
„შესანიშნავია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა, საუბარი საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვენლობაზე.
კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა“, – წერს მაიკ პომპეო.
Great to meet with Prime Minister @GakhariaGiorgi and Foreign Minister @DZalkaliani to discuss the importance of holding free, fair, and transparent elections in Georgia. I reaffirmed unwavering U.S. support for Georgia’s sovereignty in the face of Russian occupation. pic.twitter.com/jg3IeNFA4w
— Secretary Pompeo (@SecPompeo) November 18, 2020
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდა.