მაიკ პომპეო - საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს ვუსურვებ
მაიკ პომპეო - საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს ვუსურვებ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მინდა, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე ვუსურვო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მილოცვაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის – პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაარსების 100 წლისთავი თანამედროვე ისტორიაში. 1991 წლიდან მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა ხელახლა მოიპოვა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული მოკავშირე გახდა.

ბოლო 27 წელიწადში საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ღირებულია საქართველოს როლი რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მისი კონტრიბუცია ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფენ. ეს მიღწევა არაფერი იქნებოდა ქართველი ხალხის მხრიდან გაღებული მსხვერპლისა და ჩართულობის გარეშე.

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოს განვითარების პროცესს ეკონომიკასა და დემოკრატიის სფეროში, მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის საზღვრები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. ჩვენ ველოდებით მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას სამომავლოდ“, – აღნიშნულია მაიკ პომპეოს მილოცვის ტექსტში.