მაიკ პომპეო - „ჰუავეისთან" დაკავშირებით არსებობს რისკი და ჩვენ უნდა შევცვალოთ ქმედება
ქვეყნები, რომლებიც „ჰუავეის“ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას შესთავაზებენ, შესაძლოა, აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებზე წვდომა დაკარგონ.
ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გერმანიაში ვიზიტისას ისაუბრა.
„არსებობს რისკი და ჩვენ უნდა შევცვალოთ ქმედება. არ შეგვიძლია, მივცეთ კერძო პირების ან ეროვნული უსაფრთხოების მონაცემები ისეთ ქსელებს, რომელსაც არ ვენდობით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას.
მაიკ პომპეომ მიმდინარე თვეში მოკავშირე ბრიტანეთსაც მოუწოდა, არ გამოიყენოს „ჰუავეის“ ტექნოლოგიები მეხუთე თაობის ქსელების შესაქმნელად. მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ჩინეთის ჯაშუშობის ინსტრუმენტი გახდეს.