მაიკ პომპეო – „ჰუავეისთან” დაკავშირებით არსებობს რისკი და ჩვენ უნდა შევცვალოთ ქმედება

18:03, 31.05.2019

ქვეყნები, რომლებიც „ჰუავეის“ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას შესთავაზებენ, შესაძლოა, აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებზე წვდომა დაკარგონ.

ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გერმანიაში ვიზიტისას ისაუბრა.

„არსებობს რისკი და ჩვენ უნდა შევცვალოთ ქმედება. არ შეგვიძლია, მივცეთ კერძო პირების ან ეროვნული უსაფრთხოების მონაცემები ისეთ ქსელებს, რომელსაც არ ვენდობით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას.

მაიკ პომპეომ მიმდინარე თვეში მოკავშირე ბრიტანეთსაც მოუწოდა, არ გამოიყენოს „ჰუავეის“ ტექნოლოგიები მეხუთე თაობის ქსელების შესაქმნელად. მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ჩინეთის ჯაშუშობის ინსტრუმენტი გახდეს.

მსგავსი