მაიკ პომპეო ერაყელ ქურთებს ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს
მაიკ პომპეო ერაყელ ქურთებს ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერაყელ ქურთებს ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ქურთების დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, მასუდ ბარზანისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა რეგიონალური მთავრობის ფორმირების მნიშვნელობას და დაარწმუნა ბარზანი აშშ-ის ზრახვებში, ითანამშრომლოს ერაყთან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლომდე განადგურების მიზნით.

გასული წლის სექტემბერში გამართული რეგიონალური საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გამარჯვება დიდი უპირატესობით ავტონომიის ყველაზე ხანდაზმულმა პარტიამ, ქურთების დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა.

ოფიციალურ ბაღდადსა და ავტონომიურ ერაყის ქურთისტანს შორის ურთიერთობა კი, 2017 წლის 25 სექტემბერს გამართული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგად გამწვავდა, რომლის ლეგიტიმურობასაც ბაღდადი არ აღიარებს. რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მხარი ქურთების 93%-მა დაუჭირა.