მედიის ცნობით, ერაყის ქურთისტანის რეგიონში თურქეთის იერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ერაყის ქურთისტანის რეგიონში თურქეთის იერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქურთისტანის რეგიონში დაჰუკის პროვინციაზე თურქეთის იერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ერაყის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ერაყის ქურთისტანის რეგიონისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე საკურორტო ქალაქ ზახოს. ერაყის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა გარდაცვლილი ტურისტი იყო.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, თურქეთი რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს ჩრდილოეთ ერაყში ქუთისტანის მუშათა პარტიისა და სირიელი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მოქმედებების ფარგლებში.