მაიკ პომპეო - აშშ შეშფოთებულია თურქეთის მიერ ხმელთაშუა ზღვაში ენერგორესურსების ძებნის ოპერაციით
ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის მიერ ხმელთაშუა ზღვაში ენერგორესურსების ძებნის ოპერაციით შეშფოთებულია. განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.
„რეგიონის ქვეყნებმა უსაფრთხოებასთან და ენერგორესურსებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება დიპლომატიური გზით, მშვიდობიანად უნდა მოაგვარონ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ კვიპროსში, პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესთან შეხვედრის დროს.
მაიკ პომპეოს თქმით, რეგიონში სამხედრო აქტივობის ზრდა და დაძაბულობა არავის ინტერესში არ არის.