მაიკ პომპეო - აშშ-ს სურს, რომ თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა „ეს-400“ არ აამოქმედოს
მაიკ პომპეო - აშშ-ს სურს, რომ თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა „ეს-400“ არ აამოქმედოს

აშშ-ს სურს, რომ თურქეთმა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-400“ არ აამოქმედოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, შესაძლოა იყოს სანქციები, მაგრამ ვაშინგტონის ამოცანაა, სისტემა არ ამოქმედდეს.

„სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით თურქებს თვეების განმავლობაში. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს უბრალოდ შეუთავსებელია „ეფ-35“-თან. ჩვენ თურქებს ცხადად ვუთხარით, რომ „ეს-400“-ის ამოქმედება მიუღებელია“, – განაცხადა პომპეომ „ბლუმბერგ“-თან ინტერვიუში.

თურქული გამოცემა „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, 23 ივლისს თეთრ სახლში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელ სენატორებს უთხრა, რომ თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს არ ემხრობა.

​რუსეთმა თურქეთში „ეს-400“-ის განთავსების პირველი ეტაპი დაასრულა.