ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეფონით აშშ-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს
ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეფონით აშშ-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა ამერიკა-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას.

ბლინკენი და ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა სირიის კონფლიქტი პოლიტიკური გზით გადაწყდეს. სახელმწიფო მდივანმა მწუხარება გამოთქვა ერაყის ჩრდილოეთით თურქი მძევლების გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები არიან.

სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა თურქეთს, არ შეინარჩუნოს რუსული „ეს-400“-ები.

დატოვე კომენტარი