მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რჩება გუნდში, რომელიც ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა და ის კვლავაც რჩება გუნდში, რომელიც ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ინფორმაციას „როიტერსი” ავრცელებს.
„არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ისევ გუნდის წევრი ვარ”, – განაცხადა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს მოლაპარაკებას, თუ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს მაიკ პომეო.
ფხენიანის გაღიზიანება, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.
სენატში მოსმენის დროს, მაიკ პომპეოს ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა, კიმ ჩენ ინის „ტირანად“ მოხსენიებას, რაზეც პომპეოს პასუხი ასეთი იყო: „რა თქმა უნდა, ასე მითქვამს კიდეც“.