ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებიდან მაიკ პომპეოს ჩამოშორებას მოითხოვს
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებიდან მაიკ პომპეოს ჩამოშორებას მოითხოვს

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოშორებას მოითხოვს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მაიკ პომპეო კვლავ აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკების პროცესში, ის უშედეგო იქნება. ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნაა, რომ ის ნებისმიერი სხვა მაღალჩინოსნით ჩაანაცვლონ, რომელიც გაცილებით უფრო „ყურადღებიანი“ იქნება, ვიდრე მაიკ პომპეოა.

გასულ კვირას სენატში მოსმენის დროს, მაიკ პომპეოს ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა კიმ ჩენ ინის „ტირანად“ მოხსენიებას, რაზეც პომპეოს პასუხი ასეთი იყო: „რა თქმა უნდა, ასე მითქვამს კიდეც“.

პომპეოს ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება ჰანოის სამიტის ნაადრევ დასრულებაშიც სწორედ მაიკ პომპეოს ადანაშაულებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეას გასული წლის განმავლობაში ოთხჯერ ეწვია.

დატოვე კომენტარი