მაიამი ბიჩზე კომენდანტის საათი დაწესდა. შეზღუდვა ქალაქის ყველაზე გადატვირთულ გასართობ რაიონს ეხება და მისი მიზანი დამსვენებელთა ნაკადის გაკონტროლებაა, რომელთა ქმედება ბოლო დღეების განმავლობაში უკონტროლო გახდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ახალი ბრძანების თანახმად, პოლიცია ჩაკეტვას არტდეკოს ისტორიულ რაიონს 18:00 საათიდან 06:00 საათამდე და ყველა ბიზნესი იძულებული იქნება დაწესებულებები ამ დროის განმავლობაში დახურონ. ამავე პერიოდში დახურული იქნება ქალაქში შემავალი და გამავალი გზატკეცილები.
ოფიციალური პირების ცნობით, ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მათი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა.
შეზღუდვის დაწესება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქალაქის ამ ნაწილში რესტორნები და სხვა დაწესებულებები ხალხის ნაკადით გადაიტვირთა.
კომენდანტის საათი სულ მცირე 72 საათი დარჩება ძალაში. ქალაქის ოფიციალური წარმომადგენლები შეზღუდვის გახანგრძლივების საკითხზე კვირას იმსჯელებენ.