მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს
მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.
მწყემსი რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.
მაია ოთინაშვილმა და აკაკი დოთიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვეს.