მაია ცქიტიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებმა პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კოსნორციუმს“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებების წარდგენის ვადა 16 დეკემბერს ეწურება. სწორედ ამ დრომდე კონსორციუმმა 400 მლნ დოლარი უნდა მოიზიდოს. ხოლო 31 დეკემბერი არის საბოლოო ვადა, როდესაც „კონსორციუმმა“ უნდა მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.