მაია ცქიტიშვილი - EBRD ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, წლების განმავლობაში სტაბილური და მზარდი თანამშრომლობის პაკეტის მქონე პარტნიორია
EBRD არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, წლების განმავლობაში სტაბილური და მზარდი თანამშრომლობის პაკეტის მქონე პარტნიორია, – ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მან ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ის დაფინანსებით საქართველოში 200 პროექტი მიმდინარეობს და ჯამური ღირებულება, მთელი იმ დახმარების, რომელიც EBRD-სგან საქართველომ მიიღო, 4 მლრდ ევროს აღემატება.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს EBRD-თან, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი დონორი და აფინანსებს, მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის, ახალი გვირაბის გაყვანასაც. გარდა ამისა, EBRD-ის ნაწილში აღვნიშნავდი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ეხება რეგიონებში ახალი ავტობუსების შესყიდვას. EBRD-ის დახმარებით, 6 ქალაქისთვის, 175 ავტობუსი ჩამოვიდა და ნაწილი ჩამოდის უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ნარჩენების მართვის საკითხებში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროექტებისა, რომელსაც EBRD გვთავაზობს. ძალიან აქტიურია EBRD-ის თანამშრომლობა კერძო სექტორთან. მთლიანად, მთელი პორტფელის ნახევარზე მეტი, პრაქტიკულად, კერძო სექტორთან აქვს EBRD-ს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ კომპლექსური თანამშრომლობაა შესაძლებელი, როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთესი პროექტები, საინვესტიციო პროექტები აღმოვაჩინოთ, დავაფინანსოთ და შევუწყოთ ხელი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მხრიდან“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.