მაია ცქიტიშვილი - ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია
ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ახალი ინვესტორის მოძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ალბათ, უპრიანი იქნება, დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ, რა მოხდება ამ ვადაში. რაც შეეხება ინვესტორს და კონსორციუმის მოლოდინებს, ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი ანაკლიის კონსორციუმის მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, მე მაინც ვარჩევდი, რომ წლის ბოლომდე საკონტრაქტო ვადას დაველოდოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
31 დეკემბერი იწურება საბოლოო ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.