მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთულ სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს
გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები გააჩერეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მანქანები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა გააჩერეს, „ჯორჯია მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკუთვნის.
ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებენ.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, უკანონო გაფიცვის მონაწილედ მიიჩნევა.