მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთულ სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს
გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები გააჩერეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მანქანები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა გააჩერეს, „ჯორჯია მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკუთვნის.