მაღალი ტემპერატურის გამო იტალიის 16 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა
ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო, იტალიის 16 ქალაქში განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
იტალიის მთავრობამ წითელი ნიშნით დაფარულ რაიონებში მოსახლეობას, განსაკუთრებით მოხუცებს, ურჩია, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს 11:00-დან 18:00 საათამდე, ადამიანებს ურჩევენ დღეში, სულ მცირე, ორი ლიტრი წყლის დალევას და აფრთხილებენ, რომ მოერიდონ ყავასა და ალკოჰოლს, რომლებიც დეჰიდრატაციას იწვევენ.
როგორც მედია წერს, მომავალ კვირას ევროპაში კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
ამასთან ერთად, საბერძნეთში ბოლო დღეებში ტემპერატურა 40℃ (104°F) ან უფრო მაღალი იყო. აკროპოლისი, ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, დაიხურა ვიზიტორების დაცვის მიზნით.
მაღალმა ტემპერატურამ ასევე მიაღწია ევროპის ცენტრალურ ნაწილებში, დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა გერმანია და პოლონეთი.
ჩეხეთის რესპუბლიკის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შაბათ-კვირას ტემპერატურამ, შესაძლოა, 38 გრადუსს გადააჭარბოს, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებით მაღალია.
როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში (WMO) განაცხადეს, „კლიმატის დათბობის შედეგად გამოწვეული ექსტრემალური ამინდი, სამწუხაროდ, ახალ ნორმად იქცევა“.