მადრიდში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით დაინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით დაინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი დაინფიცირებული ესპანეთში ბრიტანეთიდან ჩავიდა, დანარჩენი სამი დაინფიცირებული კი მისი ოჯახის წევრები არიან.
„სიენენის“ ინფორმაციით, ოთხივე პირი სიმპტომების გამოვლინების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.