მადრიდში კატალონიასთან დაკავშირებით ესპანეთის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ
მადრიდში მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარეობს. ათასობით აქტივისტი კატალონიასთან დაკავშირებით ესპანეთის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს. მრავალათასიან მანიფესტაციას სათავეში უდგანან ოპოზიციური პარტიები.
პარტია „კუიდადანოსის“ წევრებმა დემონსტაციები მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა კატალონიელ სეპარატისტებთან მოლაპარაკებებში მომხსენებლის დანიშვნა გადაწყვიტა. ოპოზიციონერები პედრო სანჩესის გადაწყვეტილებას სეპარატისტებთან პოზიციების დათმობად და ქვეყნის წინაშე ჩადენილ უდიდეს დანაშაულად აფასებენ.
შვიდი თვის განმავლობაში კატალონიას ოფიციალური მადრიდი მართავდა, თუმცა მაისში ძალაუფლება კვლავ კატალონიელი ნაციონალისტების ხელში გადავიდა.