მადრიდის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ესპანეთის მთავრობის მიერ მადრიდში შეზღუდვების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მოსახლეობაზე პოლიტიკური შეტევაა
მადრიდის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი იზაბელ დიაზ-აიუსო, აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მადრიდის ხელახლა გახსნის გადავადების შესახებ, მადრიდის მოსახლოებისკენ მიმართული პოლიტიკური შეტევაა. დიაზ-აიუოსო გადაწყვეტილებას თვითნებური და დაუსაბუთებელი უწოდა. ინფორმაციას „ელ პაისი“ ავრცელებს.
მისი განცხადებით, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც მადრიდი სამინისტროს მოსთხოვს დეტალურად დაასაბუთოს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან მადრიდის რეგიონალური მთავრობის პრეზიდენტის თქმით, სამინისტრომ ასეთ მიზეზი ჯერ ვერ წარადგინა.
მადრიდი ესპანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მხრივ ჯერ კიდევ ეპიცენტრად რჩება. დედაქალაქში კორონავირუსი 66 210 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 8 826 ფატალური.