მაჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს მიაჩნია, რომ ტყიბული მსუბუქი მრეწველობის ქალაქად უნდა გადაიქცეს
მაჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს მიაჩნია, რომ ტყიბული მსუბუქი მრეწველობის ქალაქად უნდა გადაიქცეს

ტყიბული-თერჯოლის მარჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე დღეს ტყიბულის მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მისული მოქალაქეები განვითარების ალტერნატიული გეგმის წარდგენას ელოდნენ, თუმცა  დეპუტატმა საკუთარი გეგმები ჯერჯერობით არ გაახმოვანა.

როგორც ელგუჯა გოცირიძემ 1-ელ არხთან  ინტერვიუში განაცხადა, ტყიბულის განვითარებას ის მცირე მრეწველობის აღორძინებაში ხედავს.

„ძველი მთავრობის წარმომადგენლებთან მქონდა ჩემს გეგმაზე საუბარი, თუმცა მათი მმართველობის პირობებში ამის განხორციელება ვერ მოესწრო. მიმაჩნია, რომ ტყიბული მსუბუქი მრეწველობის ქალაქად უნდა გადაიქცეს. მაგალითად აშენდეს ტექსტილის ქარხანა. მოძიებული მყავს ჩინელი ინვესტორი, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან აქ გაზრდილი ვარ, მიყვარს აქაურობა და აქაური ხალხი “,-განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.