უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში, მაცივარ- საწყობ „აისბერგ- ფოთში“ 40 წლამდე მამაკაცი მძიმე ყუთების დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაუყონებლივ გავიდა. მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიღებული,”- განაცხადა სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა, თამარ ჟვანიამ.
„აისბერგ- ფოთში“ მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.