მაცივარ- საწყობ „აისბერგ- ფოთში“ 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
მაცივარ- საწყობ „აისბერგ- ფოთში“ 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში, მაცივარ- საწყობ „აისბერგ- ფოთში“ 40 წლამდე მამაკაცი მძიმე ყუთების დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაუყონებლივ გავიდა. მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიღებული,”- განაცხადა სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა, თამარ ჟვანიამ.

„აისბერგ- ფოთში“ მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.