“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში შეწყვიტა თავისი უგოლო სერია. “ბორნმუთთან” და “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩებში ბელგიელმა ორი გოლი გაიტანა და სეზონში 10 გოლამდე ავიდა.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ფეხბურთელმა გადაწყვიტა თავისი მდიდრული Rolls-Royce “მანჩესტერ იუნაიტედის” ფერებში შეეღება.
ასე რომ, ავტომობილი, რომელიც ადრე შავ-თეთრი იყო, ახლა შავ-წითელ “მონსტრად” გადაიქცა.