ლუკა მაისურაძემ ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ტურნირზე 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ნახევარფინალში უკრაინელი სპორტსმენი დამატებით დროში დაამარცხა და ოქროს მედლისთვის გამოცდილ აზერბაიჯანელ ძიუდოისტს, მამადალი მეჰდიევს შეხვდა.
ფინალურ ორთაბრძოლაში, სამწუხაროდ, ქართველის მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მაისურაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ ზაგრების გრან პრიზე გუშინ 81კგ-ში ოქროს მედლის მფლობელი ამ წონისა და ახლა უკვე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, 21 წლის ტატო გრიგალაშვილი გახდა.