ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე ქართული ფინალი შედგა - ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე დაამარცხა #1TVSPORT
ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე ქართული ფინალი შედგა - ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე დაამარცხა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ. ოქროს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის დაპირისპირება სანახაობრივი არ გამოდგა და, საბოლოოდ, გაფრთხილებებით ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.

ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონტის ფინალის გამეორება გახლდათ. თანამემამულეთა შერკინება თბილისში – ბექაურის, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძის სასარგებლოდ დასრულდა.

ბუდაპეშტის მასტერსზე ბრინჯაოს მედლისთვის გელა ზაალიშვილი და ილია სულამანიძე იჭიდავებენ.

საქართველოს ნაკრებს 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე დღემდე ორი ბრინჯაოს მედალი ქონდა მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.