ძიუდო | მაისურაძე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT​
ძიუდო | მაისურაძე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT​

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობს, რომელთაგან მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ტურნირს პირველივე დაპირისპირებაში დაემშვიდობა. ქართველი ძიუდოისტი თურქ მიხაელ ზგანკს შეხვდა და დამატებით დროში შებოჭვით წააგო.

ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი პირველ შეხვედრებს მოგვიანებით ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.