ტოკიოს გრანდ სლემზე მაისურაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა #1TVSPORT
ტოკიოს გრანდ სლემზე მაისურაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს სტარტი აიღო ძიუდოში 2023 წლის ბოლო გრანდ სლემმა. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები შვიდი ძიუდოისტით გამოვიდა, რომელთაგანაც სამი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.

ძიგარო კანოს ტურნირის ფინალში იჭიდავა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90კგ). ქართველი ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტოკიოს გრანდ სლემზე დღეს ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 20 წლის გიორგი ტერაშვილმა (73კგ). ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კორეელ ლის იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე პირველი მედალი მოუტანა.

ბრინჯაოს მედლის დაუფლების შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანსაც (57კგ), მაგრამ იგი ტაივანელ ლიენგთან შებოჭვით დამარცხდა. დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი კიდევ ოთხი ძიუდოისტი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ.), ლუკა ბაბუციძე (90 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

2 დეკემბერი:

კაცები: -73კგ, -81კგ, 90კგ.

ქალები: -57კგ, -70კგ, +78კგ.

3 დეკემბერი:

კაცები: -60კგ, -66კგ, -100კგ, +100კგ.

ქალები: -48კგ, -52კგ, -63კგ, -78კგ.

2022 წელს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ტოკიოს გრანდ სლემზე მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება კი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა. მათ მამაკაცებში – ხუთი, ხოლო ქალებში შვიდივე ოქროს მედალი მოიპოვეს.