ძიუდო I საქართველოს ნაკრებს ბუდაპეშტის მასტერსზე მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაემატა #1TVSPORT
ძიუდო I საქართველოს ნაკრებს ბუდაპეშტის მასტერსზე მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაემატა #1TVSPORT

4-6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 59 ქვეყნის 419 ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ბოლო მომენტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაემატა. ხაშურელ ძიუდოისტს პლანეტის პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ არცერთ შეჯიბრებაში არ მიუღია მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენს გუნდს სამი ძლიერი სპორტსმენი – ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) გამოაკლდა.

ტურნირის კენჭისყრა დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

ბუდაპეშტის მასტერსზე 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა (13 ვაჟი და 2 ქალი).

მამაკაცები:

60 კგ | გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე

66 კგ | ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ | ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

81 კგ | ტატო გრიგალაშვილი

90 კგ | ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

100 კგ | ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ | გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალები:

57 კგ | ეთერ ლიპარტელიანი

78 კგ | სოფიო სომხიშვილი

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.