ბუდაპეშტის მასტერსზე ქართული ფინალი შედგება - ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართულ ფინალს ვიხილავთ. ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებინ.

ეს შეხვედრა იქნება წლევანდელი პლანეტის პირველობის ფინალის გამეორება, სადაც თანამემამულეთა შერკინება მაისურაძის სასარგებლოდ დასრულდა. ბექაურმა ფინალში გასასვლელად უზბეკ ბობონოვს  მოუგო, ლუკა მაისურაძემ კი იტალიელი პარლატი დაამარცხა.

მასტერსზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ გელა ზაალიშვილი და ილია სულამანიძე. ზაალიშვილმა რეპეჟაში თუშიშვილს სძლია, სულამანიძემ კი ისრაელის წარმომადგენელ პალჩიკთან ვაზარით წააგო.

საქართველოს ნაკრებს 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე უკვე აქვს ორი ბრინჯაოს მედალი. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.