მაისურაძემ, სულამანიძემ და თუშიშვილმა ბუდაპეშტის მასტერსზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად რვა ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ორი ტურნირს უკვე გამოეთშა.

შეჯიბრზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ლუკა მაისურაძემ, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა. მაისურაძემ ყაზახ ხამზას სძლია, სულამანიძემ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ვოლფს მოუგო, თუშიშვილმა კი პირველ წრეში უნგრელი სიპოჩი დაამარცხა.

ტურნირზე ჯერ დაპირისპირება არ ჩაუტარებია ლაშა ბექაურს. მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი და 100კგ-ში მოასპარეზე ონისე სანებლიძე მასტერსს პირველ წრეში დაემშვიდობნენ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.