მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია, ტერაშვილი და ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია, ტერაშვილი და ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს სტარტი აიღო ძიუდოში 2023 წლის ბოლო გრანდ სლემმა. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები შვიდი ძოუდოისტით გამოვიდა, რომელთაგან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ძიგარო კანოს ტურნირის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ). ქართველმა ნახევარფინალში კორეელი გვანკი დამატებით დროში შებოჭვით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება.

ტოკიოს გრანდ სლემზე ნახევარფინალებამდე კარგად იასპარეზეს გიორგი ტერაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). ფინალში გასასვლელ შეხვედრაში ტერაშვილი იაპონელ ჰაშიმოტოსთან დამარცხდა, ლიპარტელიანი კი – კანადელ დეგუჩისთან. ორივე ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ლიპარტელიანი ტაივანელ ლიენს შეხვდება, ტერაშვილი კი – კორეელ ლის. დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი კიდევ ოთხი ძიუდოისტი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ.), ლუკა ბაბუციძე (90 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება.

კაცები: -73კგ, -81კგ, 90კგ.

ქალები: -57კგ, -70კგ, +78კგ.

3 დეკემბერი:

კაცები: -60კგ, -66კგ, -100კგ, +100კგ.

ქალები: -48კგ, -52კგ, -63კგ, -78კგ.

2022 წელს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ტოკიოს გრანდ სლემზე მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება კი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა. მათ მამაკაცებში – ხუთი, ხოლო ქალებში შვიდივე ოქროს მედალი მოიპოვეს.