ლუკა ლაკვეხელიანი - ძალიან გამიხარდა, რომ მწვრთნელმა კომპლიმენტები არ დაიშურა
ლუკა ლაკვეხელიანი - ძალიან გამიხარდა, რომ მწვრთნელმა კომპლიმენტები არ დაიშურა

„საბურთალოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ლაკვეხელიანმა უნგრულ „მეზოკოვეშდში“ სადებიუტო მატჩი „კიშვარდასთან“ გამართა და მე-8 წუთზე თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მართალია, შეხვედრა ამხანაგური იყო და 1:1 დასრულდა, თუმცა სადებიუტო შეხვედრის წარმატებული თამაში მაინც მნიშვნელოვანია – ამის შესახებ ლუკა ლაკვეხელიანმა ილაპარაკა.

„სადებიუტო შეხვედრა იყო და ვფიქრობ ამის კვალობაზე, თავი, საერთო ჯამში, კარგად წარმოვაჩინე. მიხარია, რომ გოლი, რომელიც ჩვენ გავიტანეთ, სწორედ ჩემი გადაცემის შემდეგ გავიდა. „კიშვარდასთან“ მატჩი სასტარტოდან დავიწყე. თამაშის შემდეგ მწვრთნელი მოვიდა და კომპლიმენტები არ დაიშურა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა“ – ამბობს ლაკვეხელიანი.

22 წლის მცველმა საქართველოს ჩემპიონატთან სხვაობაზეც ილაპარაკა: „რაც შეეხება სათამაშო კლასს, ვერ ვიტყვი რომ ქართულ და უნგრულ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. ახლა, ჩემპიონატის განახლებისთვის ვემზადებით, რომელიც 16 აგვისტოს აიღებს სტარტს“.