ქალაქ ლუცკში ესროლეს პოლიციის შენობას, სადაც უკრიანის შს მინისტრი ავაკოვი იმყოფებოდა
უკრაინის ქალაქ ლუცკში პოლიციის შენობას ესროლეს, სადაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავაკოვი პოლიციის შენობაში შეხვედრას მართავდა, სროლის შემდეგ კი, მისმა კორტეჟმა ტერიტორია დატოვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყვიამ მეორე სართულის ფანჯრები დააზიანა.
შენობა, რომელშიც ავაკოვი იმყოფებოდა, საკმაოდ ახლოს არის თეატრის მოედანთან, სადაც ლუცკში შეიარაღებულ პირს ავტობუსი ჰყავს გატაცებული.
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული.