ლუბომირ ზაორალეკი - ჩეხეთი ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ჩეხეთი ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა.
„საქართველომ ამ თანამშრომლობის შედეგი უნდა იხილოს. ხვალინდელ შეხვედრაზე შევაფასებთ პროგრესს და მხარს დავუჭერთ ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას. ჩეხეთის რესპუბლიკა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ყოველთვის მხარს უჭერს. ნატო-ს ღია კარი არის ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპი. ქვეყანას, რომელიც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, აქვს უფლება, წევრობა მოითხოვოს“, – განაცხადა ლუბომირ ზაორალეკმა.
ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი გაიხსნა. 29 ქვეყნის მთავარი დიპლომატები ორი დღის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.