დმიტრო კულება – ნატო-ს მინისტერიალზე ჩემი დღის წესრიგი მხოლოდ სამ საკითხს მოიცავდა, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი

18:03, 07.04.2022

მე აქ ჩამოვედი მარტივი გზავნილით, დისკუსიებისთვის ჩემი დღის წესრიგი მხოლოდ სამ საკითხს მოიცავდა, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ომის მოსაგებად უპირველესად ყოვლისა, იარაღია საჭირო.

„იმისთვის, რომ მოიგო ომი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა იარაღი. საქმე ძალიან მარტივადაა – ევროატლანტიკური უსაფრთხოება განუყოფელია და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების, ტანკებისა და პერსონალის წინააღმდეგ ბრძოლით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას ვიცავთ, არამედ ნატო-ს წევრების, მოკავშირეების უსაფრთხოებასაც. შეთანხმება, სამართლიანი შეთანხმება, რომელსაც უკრაინა გთავაზობთ არის მარტივი – თქვენ გვაწვდით ჩვენ ყველაფერს, რაც გვჭირდება და ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე თქვენი უსაფრთხოებისთვის ისე, რომ პუტინს არ ექნება შანსი, დატესტოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლი“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი